ეროვნული ლიგა 2: “სამგურალი” რთულ სიტუაციაშია, “თელავი” “ნორჩის” დაუზავდა
ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურის პირველი დღის 3 მატჩი 3 გოლით და “ვიტ ჯორჯიას” ერთადერთი გამარჯვებით დასრულდა. “ვიტ ჯორჯიამ” ბოლო ადგილოსანი “სამგურალი”, რომელიც თითქმის უკვე ყველა შეხვედრას აგებს, 1-0 დაამარცხა. გოლი ვახტანგ კვარაცხელიას ანგარიშზეა.
“თელავი” და “ნორჩი დინამო” ერთმანეთს საბრძოლო ფრით დაშორდნენ. რამდენიმე თამაშია, იაგო დეისაძე “დინამოში” სათადარიგო სკამიდან შემოდის და ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის პოზიცია ძირითადში გიორგი ბერიაშვილმა შეავსო.
“შუქურამ” ლანჩხუთში “შევარდენი” მიიღო და გუნდებმა ქულები უგოლო ყაიმით გაიყვეს.
“ვიტ ჯორჯიასა” და “თელავს” 42-42, “თელავს” კი 41 ქულა აქვს. “შევარდენი” ლიდერებს 7 ქულით ჩამორჩება, “სამგურალი” კი 22 ქულით ბოლოზეა და გავარდნის მთავარი კანდიდატია.
ვიტ ჯორჯია 1-0 სამგურალი
გოლი: ვახტანგ კვარაცხელია 22
თელავი 1-1 ნორჩი დინამო
გოლები: რუხაძე 52 (პენალტი) – ბოლქვაძე 38
შუქურა 0-0 შევარდენი