“საბურთალო” ტატანაშვილმა გადაარჩინა, დარასელია და სოსიაშვილი კვლავ მძიმედ
ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ბოლო შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. “სამტრედიამ” ზესტაფონში “რუსთავი” მიიღო და 1-1 ითამაშა. 31-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა “რუსთავი” დააწინაურა, პირველი ტაიმის ბოლოს კი მამასახლისმა პენალტით გაათანაბრა. ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მას შემდეგ, რაც გიორგი დარასელიამ “სამტრედია” ჩაიბარა, კლუბმა პირველი ქულა მოიპოვა, “რუსთავი” კი უჩა სოსიაშვილთან ერთად ფრეების გახერხებას ყველაზე მარტივად ახერხებს.
ჩემპიონატის ლიდერმა მძიმე და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა საჩხერეში “ჩიხურას” წინააღმდეგ. 85-ე წუთზე ტატანაშვილმა კოხრეიძის პასის შემდეგ ჰამზიჩის კარი აიღო და “საბურთალოს” 3 ქულა მოუტანა. ტატანაშვილმა შეცვლიდან 4 წუთში გაიტანა. თბილისელებს ბოლო 2 თამაში “ტორპედოსთან” და “დინამოსთან” ჰქონდათ წაგებული, დღევანდელ დაპირისპირებაში გამარჯვება კი უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა.
“საბურთალომ” “დინამოს” კვლავ 4 ქულით და 1 მატჩით გაუსწრო, “ჩიხურა” მე-5 პოზიციაზე დარჩა, “რუსთავი” 28 ქულით ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, “სამტრედიასა” და “კოლხეთს” შორის სხვაობა კი პრაქტიკულად აღარაფერია.
ჩიხურა 0-1 საბურთალო
გოლი: ტატანაშვილი 85
ჩიხურა: დინო ჰამზიჩი – ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, ჩიკვაიძე – ბუღრიძე, დობროლოვსკი (იონანიძე 88), სარდალიშვილი, კახაბრიშვილი (მეგრელიშვილი 73) – მარკოზაშვილი – გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
საბურთალო: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, რეხვიაშვილი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი – ალთუნაშვილი (ტერა 74), გორგიაშვილი, დიასამიძე (ტატანაშვილი 81) – კოხრეიძე, დვალიშვილი (ვოლკოვი 67), გონსალვეში
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
სამტრედია 1-1 რუსთავი
გოლები: მამასახლისი 45 – ციცქიშვილი 31
სამტრედია: კუპატაძე – ჩაჩუა, გურული (ბურკაძე 92), ფატიჩი, გოგიაშვილი – მამასახლისი (კერძევაძე 72), ენდელაძე, ლიპარტია, გორელიშვილი, ტუღუში – ხაბეიშვილი (კოშმანი 51)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
რუსთავი: სეფიაშვილი – ღონღაძე, გუბულოვი, გადრანი, ჩუკურა – პაპავა, კირკიტაძე, ციცქიშვილი, თარხნიშვილი – კვარაცხელია (ქავთარაძე 78), მარცვალაძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი