ეროვნული ლიგა 27-ე ტური: “კოლხეთმა” “ტორპედოსთან” ქულა აიღო
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის პირველი შეხვედრა ფოთის “კოლხეთსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის 0-0 დასრულდა. მთელი თამაშის განმავლობაში “ტორპედო” გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა კოლხები თავს კარგად იცავდნენ და იმნაძის ლიდერობით, მწვავე კონტრშეტევებსაც სთავაზობდნენ მეტოქეს. რამდენიმე ეპიზოდში დენის კნიგაც გამოირჩა.
“კოლხეთმა” დემიდოვის მოსვლის შემდეგ 4 მატჩში მე-5 ქულა მოიპოვა და “სამტრედიას” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. “ტორპედომ” “ჩიხურას” ბურთების უკეთესი სხვაობით გადაასწრო და მე-4 პოზიციაზე აღზევდა, თუმცა “დილასთან” სხვაობა კვლავ 4 ქულა და 1-ით ნაკლები შეხვედრაა.
კოლხეთი 0-0 ტორპედო
კოლხეთი: კნიგა – აფხაზავა (მთივლიშვილი 46), ციკოლია, ხატიაშვილი – კერელეიშვილი, ტყემალაძე, პრიჩინეკო, დოროშენკო (შალიკაშვილი 65), კაბორე – აშორტია (მახარაძე 87), იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე – ცინცაძე, გიგაური (ლაჩნი 60), კუხიანიძე, კუტალია (ხურცილავა 79), დოლიძე (დაფე 27) – კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ყვითელი ბარათები: ტყემალაძე 45, კნიგა 90 – გიგაური 45