“დილამ” “დინამო” დამაჯერებლად კოვტალიუკის გოლით დაამარცხა
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, გორის “დილამ” თბილისის “დინამო” მიიღო და საკმაოდ დამაჯერებლად, 1-0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი კოვტალიუკის ანგარიშზეა, თუმცა გორელებს რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდათ, რომლითაც თბილისელები დღეს ნამდვილად ვერ გამოირჩეოდნენ. კვლავ კარგად გამოიყურებოდა კოვტალიუკი-რიბეიროს დუეტი და მათ შეჩერებას “დინამოს” მცველები პრაქტიკულად ვერ ახერხებდნენ.
“საბურთალო” “დინამოს” 4 ქულით გაექცა, შაშიაშვილმა სხვაობა კაჭარავასთან 7 ქულამდე შეამცირა.
დილა 1-0 დინამო
გოლი: კოვტალიუკი 74
დილა: გუგეშაშვილი – სუხიაშვილი, გადრანი, ჩადუნელი, გრიგალაშვილი – გოგუა (ნონდი 82), რაჟამაშვილი (ნონიკაშვილი 65), კორიფაძე, რიბეირო (პა ომარ ბაბუ 85), რაზმაძე – კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
დინამო: სიკაჩი – რუხაია, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე – ნინუა (ზივზივაძე 77), ივანისენია, კუცია (ზარია 85), შულაია (ივანიშვილი 83), შენგელია – ვაწაძე
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა