სქოულზი: “მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედს” არცხვენს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ პოლ სქოულზმა კლუბში არსებული მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა და ყველაფერი მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, დააბრალა.
“სიმართლე გითხრათ, ძალიან გაოცებული დავრჩი, შაბათის შემდეგ (“ვესტ ჰემი” 3-1 “მანჩესტერ იუნაიტედი”) მოურინიო რომ არ გაანთავისუფლეს. ნამდვილად საშინელი თამაში აჩვენეს.
პრესასთან საუბრისას მოურინიო ყოველთვის ფეხბურთელებს ადანაშაულებს, ყველაფერს სხვას აბრალებს. ვფიქრობ, ის სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს და კლუბს არცხვენს,” – აცხადებს სქოულზი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს პრესაში ბევრს საუბრობენ ზინედინ ზიდანის “ოლდ ტრაფორდერთა” მწვრთნელად დანიშვნის შესაძლებლობაზე.