ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე კაკას ბრაზილიური რეკორდი გაიმეორა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ცრვენა ზვეზდა” გაანადგურა (6-1). გოლები ნეიმარის (3), კილიან მბაპეს, ანხელ დი მარიასა და ედინსონ კავანის ანგარიშზეა.
საგულისხმოა, რომ ჰეთ-ტრიკის წყალობით ნეიმარი რიკარდო კაკას რეკორდს გაუთანაბრდა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი გოლეადორი გახდა “მილანისა” და “რეალის” ყოფილ ვარსკვლავ კაკასთან ერთად 30 გოლით.
აღნიშნულ სიაში მესამე ადგილს რივალდო იკავებს 27 ქულით.