ეროვნული ლიგა 2: ვინ შეაჩერებს ბათუმის “დინამოს”?
ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურის პირველი მატჩი ბათუმის “დინამოს” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. “დინამომ” “მერანი” გაბრიელ რამოსისა და ამირან აბუსელიძის გოლებით დაამარცხა. კიდევ ერთი მოგების შემდეგ ბათუმელებს 55 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარს 13 ქულით გაასწრეს. “დინამო” ეროვნულ ლიგა 1-ში გადასვლის მთავარი კანდიდატია და მათი შეჩერება ამ გზაზე შეუძლებელი ჩანს, ბოლოს გეგუჩაძის შეგირდებმა მე-8 ტურში “გაგრასთან” წააგეს.
თავის მხრივ, “მერანი” 28-ქულით მე-7 ადგილზეა და სეზონის ბოლოს გადასარჩენად მარტვილელებთან ერთად “შუქურა”, “სამგურალი” და “ცხინვალი” იბრძვიან.
დინამო 2-0 მერანი
გოლები: რამოსი 44, აბუსელიძე 90
დინამო: ალავიძე – ქავთარაძე, ადამაძე, გაგოშიძე, ჩალაძე – მამუჩაშვილი, თევდორაძე (ვარშანიძე 87), განუგრავა, ჯანელიძე – რამოსი (ილურიძე 73) – საბანაძე (აბუსელიძე 83)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მერანი: მეშველიანი – მელიავა, ტყეშელაშვილი, ზახარჩენკო, გეგია – ჭაბუკიანი (ციცხვაია 74), ფაცაცია (ციმაკურიძე 67), ლუცენკო, მოსიაშვილი (დუგუ 46) – კურდღელაშვილი, ხინთიბიძე
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი