“სამტრედიას” ორმაგი შედეგი – ფატიჩის პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში
ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ფეხბურთი ზესტაფონში დაბრუნდა. “სამტრედიამ” “ლოკომოტივი” ზესტაფონის სტადიონზე მიიღო და ფატიჩის გოლით დაამარცხა. პირველი ტაიმი ძალზე უინტერესო სანახავი გამოდგა, თუმცა მე-2 ნახევარში ორივე გუნდი მოგებისთვის გაიწია და 77-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, ფატიჩმა მარტივად მიიღო ბურთი, გაისწორა და თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა. ეს მონტენეგროელი ლეგიონერის პირველი გოლია ეროვნულ ლიგაში. მანამდე ამერიკელ ლეგიონერ ჯონსაც ჰქონდა კარგი შანსი, თუმცა ძელს გაარტყა.
შეხვედრის ბოლოს “ლოკო” მაქსიმალურად გააქტიურდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებული კუპატაძე (მე-2 და მე-3 წრის დიდი ნაწილი სერგეი პოგორილმა ითამაშა – რედ.) დღეს შეუცდომელი გახლდათ და რთული ბურთებიც აიღო.
გამარჯვების შემდეგ “სამტრედიას” 18 ქულა დაუგროვდა და “კოლხეთს” 5 ქულით გაუსწრო, “სიონთან” ჩამორჩენა კი 3 ქულამდე შეამცირა. დარასელიამ კლუბთან ერთად პირველი მოგება გაიფორმა.
სამტრედია 1-0 ლოკომოტივი
გოლი: ფატიჩი 77
სამტრედია: კუპატაძე – ჩაჩუა, გურული, გოგიაშვილი, ჯგერენაია, ფატიჩი, გურული (ფანცულაია 73)- მამასახლისი (კოშმანი 90), კერძევაძე, ენდელაძე – გორელიშვილი (ლიპარტია 61), ტუღუში
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ჭანტურია, შონია, უბილავა – გვალია, სამურკასოვი, ჯონი (ინგია 79), დავითაშვილი, კობახიძე – ჯიქია (არდაზიშვილი 68)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი