ვისი ბრალია? კოვაჩისა და ლოპეტეგის, ალბათ – ვინ წავა პირველი? მოუ არა! (ისტორიული მიმოხილვა)
მიუნხენის “ბაიერნი”, მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი, შესაბამისად – კოვაჩი, ლოპეტეგი და მოურინიო გუნდიდან გაგდების მთავარი კანდიდატები არიან და რამდენიმე წუთის წინ მოურინიომ ეს დრო მინიმუმ რამდენიმე კვირით გადასწია. კოვაჩი და ლოპეტეგი კი დღის ბოლომდე, შესაძლოა, წასულები ვიხილოთ.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი ითამაშა. ოლდ-ტრაფორდზე “ნიუკასლმა” პირველ 10 წუთში 2 გოლი შეაგდო და კიდევ ბევრიც შეეძლო, მაგრამ დე ხეა კარგად იდგა. შესვენების 15 წუთში მოუმ ფეხბურთელებს ისეთი რამ უთხრა, რამაც “წითელი ეშმაკები” ისე დამუხტა, ბიჭებმა 3 გოლი შეაგდეს და გასაოცარი ქამბექი გააკეთეს. მოუ ჯერ არ წავა, ამის შემდეგ, უბრალოდ, ვერ გაუშვებენ, ჯერ მაინც…
ნიკო კოვაჩი თუ ხუან ლოპეტეგი? ვინ წავა პირველი? “ბაიერნმა” ზედიზედ 4 მატჩი ვერ მოიგო და აქედან 2 წააგო, თანაც პრაქტიკულად უშანსოდ. დღეს “რეკორდმაისტერი” “გლადბახთან” 0-3 განადგურდა და დიდი ხნის შემდეგ, “დორტმუნდი” ცხრილში წინ ფორით გაიჭრა. როგორც ჩვენ მეგობრებს აქვთ ნათქვამი რამდენიმე წლის წინ, როცა ნაკრები თამაშებს აგებდა, პარადოქსი ხდებოდა და მწვრთვნელის ნაცვლად ფეხბურთელები მიდიოდნენ, “ვისი ბრალია?” ხელმძღვანელობის, რომლებიც ვარსკვლავებს არ ყიდულობს თუ კოვაჩის, რომელიც ამ შემადგენლობით ლიგის მოგებას იფიცებოდა. ვისი ბრალია?
მადრიდის “რეალი” ზედიზედ 4 შეხვედრაა გოლის გატანას ვერ ახერხებს. ბოლოს ასეთი რამ ალბათ გასულ საუკუნეში მოხდა. “ალავესმა” “რეალი” ზუსტად ბოლო წამზე დალაშქრა და ლოპეტეგის გაგდებას კიდევ 1 მიზეზი დაუმატა. ლა ლიგაში 8 ტურის შემდეგ “ბლანკოსს” 2 ფრე და 2 წაგება აქვს, 12 გოლი გატანილი და 7 მიღებული. ფაქტია, რონალდოს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, ლოპეტეგი მას ვერანაირად ვერ ცვლის, ბეილსა და ბენზემას კვლავ რონის ეპოქაში ჰგონიათ თავი და ისე თამაშობენ, შეიძლება, უფრო ცუდადაც, როგორც ეს პორტუგალიელის მადრიდში მეფობის დროს იყო. მალე დაიწერება ან უკვე თუ არ დაიწერა, რომ პერესი ზამთარში 10 ფეხბურთელს უშვებს და აზარი მოჰყავს, ოღონდ ედენი არა, ტორგანი. ეს ის ტორგანია, რომელიც ბუნდესლიგაში თამაშობს. ვინ დახვდება მას, ლოპეტეგი თუ კონტე? თუ ზიდანს დროებით დააბრუნებენ, როგორც იუპს?