“ბარსელონასთან” წაგების შემთხვევაში, ლოპოტეგის გაათავისუფლებენ
ჩვეულებისამებრ, მადრიდის “რეალი” მწვრთნელებს შეცდომების დაშვების უფლებას არ აძლევს. As-ის ცნობით, გამონაკლისი არც ხულიენ ლოპოტეგია და დიდი ალბათობით, ამ უკანასკნელს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ დაკავებული პოსტიდან.
როგორც ცნობილი ხდება, ვიტორიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც “ბლანკოსი” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა “ალავესთან”, “რეალის” პრეზიდენტი ლოპოტეგის შეხვდა.
ხულიენ ლოპოტეგის მომავალს “ელ კლასიკო” გადაწყვეტს, რომელიც 28 ოქტომბერს, “კამპ ნოუზე” უნდა გაიმართოს. წაგების შემთხვევაში ლოპოტეგის გასასვლელისკენ მიუთითებენ. ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ესპანელ სპეციალისტს “ლევანტესთან” და “პლზენთან” გასამართი მატჩები აქვს თადარიგში.
ესპანური გამოცემა ლოპოტეგის შესაძლო შემცვლელის კანდიდატურებსაც ასახელებს – სანტიაგო სოლარი, რომელიც “კასტილიას” დამრიგებლად მუშაობს და ანტონიო კონტე, “ჩელსის” ყოფილი თავკაცი.