საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ფინეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ჯგუფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ფინეთი 1-2 უმძიმეს ბრძოლაში ფინეთში დაამარცხა. ანგარიში მე-19 წუთზე ლასი ლაპანაინენმა გახსნა, რომელიც ფინელებიდან საუკეთესო გახლდათ. პირველი ტაიმი მეტოქის უპირატესობით წარიმართა, თუმცა მე-2 ნახევარში მიქელთაძემ 75-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა, 87-ზე კი ირაკლი ბუღრიძემ ზუსტად 20 წამში შემოსვლიდან შესანიშნავი ბურთი შეაგდო. საქართველომ 3 ქულა მოიპოვა და შემდეგ მატჩს პოლონეთთან 16 ოქტომბერს გამართავს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა გუგეშაშვილი დასახელდა. გუგეშაშვილმა პენალტი აიღო და 4-5 ურთულესი დარტყმაც მოიგერია.
საინტერესოა, რომ შეხვედრის ბოლოს გიორბელიძემ კოხრეიძის ტრავმის გამო, რომელიც მოედანზე იწვა, ბურთი გადააგდო, თუმცა ფინელებმა Fair Play-ს წესებს ყურადღება არ მიაქციეს და აღარ დაგვიბრუნეს.
საქართველო: გუგეშაშვილი – მარგველაშვილი, გიორგაძე, კობოური, გიორბელიძე , შულაია, მამუჩაშვილი (ბუღრიძე 86), მაჭარაშვილი (სამურკასოვი 72), მიქელთაძე, არველაძე (ქავთარაძე 59), კოხრეიძე
სრული მატჩი