კოლდო ალვარესი:” ფაქტია, საქართველოს ნაკრები ჩვენზე წინ დგას”
13 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ანდორის ნაკრებების შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა (3-0). მატჩის შემდეგ სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“რა თქმა უნდა, როდესაც ბურთი არ გაქვს, დაცვაზე ხარ კონცენტრირებული. ამიტომაც ვცდილობდით, მაქსიმალურად ორგანიზებულები ვყოფილიყავით დაცვით ასპექტში. თავდაპირველად კარგად ვთამაშობდით, თუმცა თამაში 90 წუთი გრძელდება. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათგან მეტს ვერ მოვითხოვ.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ერთ-ერთი ფავორიტია და ვთვლი, რომ საკმაოდ დიდია შანსი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსგან იმაზე მეტი მივიღოთ, ვიდრე ველით. საქართველოს ნაკრები ჩვენზე წინ დგას, ეს ფაქტია,” – განაცხადა კოლდო ალვარესმა.
ასე რომ, ერთა ლიგის D ლიგის პირველ ჯგუფში მოწინავე პოზიციაზე საქართველოს ნაკრები იმყოფება ცხრა ქულით – ვლადიმერ ვაისის მეთაურობით ქართველებს ექვსი გატანილი გოლი უგროვდებათ ნულის წინააღმდეგ. ლატვიის, ანდორისა და ყაზახეთის ნაკრებები 2-2 ქულით დარჩენილ პოზიციებს იყოფენ.