ლორან კოშელნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა – ფრანგი მცველი გულდაწყვეტილია
ლონდონის “არსენალის” მცველმა, ლორან კოშელნიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან ფრანგულ მედიასთან ისაუბრა.
33 წლის ფეხბურთელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 51 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა.
“დიდიე დეშამმა მხოლოდ ერთხელ დამირეკა, სექტემბერში, ჩემს დაბადების დღეზე. ბევრმა ადამიანმა გულდაწყვეტილი დამტოვა. მხოლოდ მწვრთნელს არ ვგულისხმობ. ეს თავის არეში უკნიდან ჩარტყმას ჰგავს. საფრანგეთის ნაკრების ტრიუმფმა მუნდიალზე უფრო დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მომაყენა, ვიდრე ჩემმა ტრავმამ.
ვფიქრობ, ნაკრებისათვის რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. 33 წლის ვარ, ორ ევროპის ჩემპიონატზე და ერთ მუნდიალზე ვითამაშე. საფრანგეთს დიდებული თაობა ჰყავს. ჩემთვის სანაკრებო კარიერა დასრულებულია.
როცა კარგ ფორმაში ხარ, ბევრი მეგობარი გყავს. როცა ტრავმა გაწუხებს, გივიწყებენ”, – განაცხადა კოშელნიმ Canal+-თან ინტერვიუში.