21-წლამდელები პოლონეთის ნაკრებთან განადგურდნენ
ევროშესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში 21-წლამდე ნაკრები პოლონეთს ესტუმრა და 3-0 განადგურდა. 30-ე წუთზე გიორგი კუციამ წითელი ბარათი მიიღო, პირველ ტაიმი 0-0 დასრულდა. მე-2 ნახევარში 52-ე წუთზე მიქელთაძემ ავტოგოლი მიითვალა, 74-ზე მიჩალაკმა მე-2 შეგვიგდო, კოვნაცკიმ საბოლოო წერტილი ბოლო წუთზე დასვა. მიუხედავად ამ წაგებისა, საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა და პოლონეთსა და დანიას 10 ქულით ჩამორჩა. დღეს ცეცაძემ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.
პოლონეთი 3-0 საქართველო
გოლები: მიქელთაზე 52 (ავტოგოლი), მიჩალაკი 74, კოვნაცკი 90
საქართველო: გუგეშაშვილი, ქანთარია, გიორგაძე, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (ელოშვილი 79), ჩაჩუა (შულაია 54), სამურკასოვი, კუცია, მიქელთაძე, ბუღრიძე (41 ნინუა), არველაძე
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე