ლაუდრუპმა მადრიდის “რეალს” საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა
უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებს ხულიენ ლოპოტეგის განთავისუფლების შემთხვევაში, გუნდის მთავარ მწვრთნელად მიკაელ ლაუდრუპის დანიშვნა შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ხულიენ ლოპოტეგის მეთაურობით “ბლანკოსი” არც ისე კარგად გამოიყურება. ზედიზედ ოთხი მატჩია “რეალი” ქულებს კარგავს და გოლიც ვერ გააქვს. ამ დროისთვის კი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხეა.
ამ ვითარებიდან გამომდინარე, 52 წლის მიკაელ ლაუდრუპმა, რომელიც “სამეფო კლუბის” ღირსებას 1994-96 წლებში იცავდა, საკუთარი კანდიდატურა წარადგინა მწვრთნელის პოზიციაზე. მას ამ ამპლუაში “ხეტაფეს”, “სპარტაკის”, “მალიორკასა” და “სუონსის” რიგებში აქვს ნამუშევარი.
ბევრი იწერება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლოპოტეგი “ბარსელონასთანაც” წააგებს (28 ოქტომბერი), ფლორენტინო პერესი ამ უკანასკნელს გაანთავისუფლებს.