ეროვნული ლიგა 2 – “გაგრას” ცაცკრიალაშვილი შეუჩერებელია, “შევარდენი” რჩება
ეროვნული ლიგა 2-ის 28-ე ტურში რატი ცაცკრიალაშვილმა იმდენი გოლი, რამდენიც “მერანმა” 4 შეხვედრაში შეძლო. ცაცკრიალაშვილის პოკერით “გაგრამ” “მერანი” 5-1 გაანადგურა და მე-2 პოზიციაზე აღზევდა. ზღვისპირილებმა 3 ქულით გაასწრეს “ვიტ ჯორჯიას” და “ნორჩი დინამოსთან” ერთად ჩემპიონატში ყველაზე მეტი ბურთი აქვს შეგდებული – 43. მე-2 თამაშში “სამგურალი” 1-1 დაუზავდა “შევარდენს”. “სამგურალი” ბოლო ადგილზეა და კვლავ დარჩენისთვის იბრძვის, ხოლო, “შევარდენი” ერთადერთი კლუბია პრაქტიკულად, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, ვერც აღზევდება და ვერც გავარდება. კლუბს 36 ქულა აქვს, 7 ქულით ჩამორჩება მე-3 ადგილს, 8 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.
ხვალ “ცხინვალი” “ვიტ ჯორჯიას” მიიღებს, “ნორჩი დინამო” “შუქურას” შეხვდება, ტურს კი “დინამო” “თელავის” მატჩი დახურავს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება და “აჭარის ტელევიზია” აჩვენებს.
საინტერესო: ცაცკრიალაშვილი ბომბარდირთა სიაში მეორეა 12 გოლით, რატიმ ერთბაშად 4 ფეხბურთელს გადაასწრო და მხოლოდ ჯოვინიო ფლამარიონს (17) ჩამორჩება.
გაგრა 5-1 მერანი
გოლები: ცაცკრიალაშვილი 8/45/62/84 (პენალტით), გაფრინდაშვილი 88 – მოსიაშვილი 19
სამგურალი 1-1 შევარდენი
გოლები: გოგუაძე 45 – ბიბილაშვილი 18 (ავტო გოლი)