WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (375504) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხს ბოლო წამს გადაურჩა (ვიდეო)

თარიღი: ოქტომბერი 20, 2018

პრემიერ ლიგის მეცხრე ტური ცენტრალური მატჩით გაიხსნა, რომელშიც საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფმა “ჩელსიმ” ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილი “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გამარჯვებულის ვინაობის გამოვლენა კი ვერ მოხერხდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი “არისტოკრატთა” სრული უპირატესობით მიმიდნარეობდა. მასპინძლებმა ანგარიშის გახსნაც შეძლეს – თავი თამაშის 21-ე წუთზე რუდიგერმა გამოიჩინა, რაც ნამდვილად ლოგიკური შედეგი გახლდათ. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში ანტონი მარსიალმა ორი გოლის გატანა შეძლო (55′, 73′) და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. თუმცაღა, საბოლოო ანგარიში შეხვედრის მეექვსე დამატებულ წუთზე დაფიქსირდა. “ჩელსი” წაგებას როს ბარკლიმ გადაარჩინა.

ასე რომ, პრემიერ ლიგის ცხრა მატჩში “ჩელსის” 21 ქულა უგროვდება და ჯერჯერობით მეორეა, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი 14 ქულით მერვე ადგილზეა. მეათე ტურში “ჩელსი” “ბარნლის” ეწვევა, ხოლო “იუნაიტედი” “ევერტონს” მიიღებს.



მსგავსი სიახლეები