საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მსოფლიოს უძლიერეს გუნდთან ფრედ ითამაშა
საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრში შვედეთს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ანგარიში შვედებმა გახსნეს, 24-ე წუთზე სვეტლანა გაბელაიას კარი ზუსტი დარტყმით ნინა კოპანგმა აიღო. ლევან ბაჯელიძის გუნდმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მატჩის მიწურულს მოახერხა, 78-ე წუთზე შვედებს ნათელა წოწერიამ გაუტანა.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს მასპინძელი ჰოლანდიისა და ლატვიის 17-წლამდე ნაკრები გუნდები შეხვდებიან.
ამ ეტაპზე, ორ თამაშში მოპოვებული ერთი ქულით საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეთერთმეტე ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.
შვედეთი 1:1 საქართველო
სპორტპარკ იულიანა, გრავენზანდე
საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, გურიელიძე, რაუხი, აკობიძე, დანელია, ეჯიბია, ბებია, ბოლქვაძე, წულაია, წოწერია (90′ ცაავა)
სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გოციტიძე, მწყერაშვილი, გოროზია, თავართქილაძე, რომანჩუკი
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
გაფრთხილება: 60′ ველდაი, 79′ ბებია
გოლები: 1:0 კოპანგი (24), 1:1 წოწერია (78)
საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას 23 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.
GFF.ge