“საბურთალო” წინ გაიჭრა, “ტორპედო” “რუსთავთან” გადარჩა
ეროვნული ლიგის 29-ე ტური “საბურთალოს” ძალიან დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი გამარჯვებით დასრულდა. “საბურთალომ” 4-1 გაანადგურა ფოთის “კოლხეთი” და “დინამოს” 7 ქულით გაასწრო. დიასამიძემ დუბლი შეასრულა (ზედიზედ მეორედ), გონსალვეშმა 2 საგოლე პასი გააკეთა, ტერამ 1 შეაგდო, ლადო დვალიშვილმა კი “საბურთალოსთვის” პირველად გაიტანა შემოსვლიდან 10 წუთში. 1 გოლით ფოთიდან კაპიტანმა, ლუკა იმნაძემ უპასუხა.
ქუთაისის “ტორპედოსა” და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარის, როინ კვასხვაძის 700 წუთიანი უგოლო სერია “რუსთავთან” 56-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეწყვიტა. კაპანაძემ 72-ზე გაათანაბრა, 2 წუთში კვლავ ქავთარაძემ წინ გაიყვანა სოსიაშვილის გუნდი და რუსთაველებს კარგი შანსი ჰქონდათ 3 ქულა აეღოთ, მაგრამ ბოლო წუთზე კობახიძემ სეფიაშვილი უშანსოდ დატოვა და 2-2 დააფიქსირა. “ტორპედოსა” და “დილას” 49-49 ქულა აქვთ, “ჩიხურას” 50. გადარჩენისთვის კვლავ “სიონი”, “სამტრედია” და “კოლხეთი” იბრძვიან.
საბურთალო 4-1 კოლხეთი
გოლები: ტერა 12, დიასამიძე 22/50, დვალიშვილი 74 – იმნაძე 53
საბურთალო: კუპატაძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხველიანი – ტერა, დიასამიძე, გორგიაშვილი, გონსალვეში (დვალიშვილი 62), გოშთელიანი (ტატანაშვილი 54), კოხრეიძე (თარგამაძე 46)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
კოლხეთი: კნიგა – აფხაზავა, ციკოლია, ხატიაშვილი (კაბორე 28) – კერელეიშვილი, ტყემალაძე, ჭეჭელაშვილი (კაკულია 59), მთივლიშვილი, დოროშენკო, აშორტია (პრიჩინენკო 80), იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
ტორპედო 2-2 რუსთავი
გოლები: კაპანაძე 72, კობახიძე 90 – კვარაცხელია 56, ციცქიშვილი 70
ტორპედო: კვასხვაძე – ხურცილავა, აზაცკი, კობახიძე, მარინი – გიგაური, მარინი – დაფე, ქიმაძე, კუტალია – კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
რუსთავი: სეფიაშვილი – სილაგაძე, კილასონია, გადრანი, კირკიტაძე – პაპავა, ციცქიშვილი (თარხნიშვილი 75), ფონიავა, კვარაცხელია (გუჯაბიძე 86) – ქავთარაძე, მარცვალაძე (ჩოგაძე 70)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი