იკარდი: ” 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოგება განსაკუთრებული რამ არის”
21 ოქტომბერს “სან სიროზე” გამართული “დერბი დელა მადონინას” მთავარი გმირი მაურო იკარდი, რომელმაც ჯანლუიჯი დონარუმას კარი შეხვედრის 93-ე წუთზე აიღო, პრესასთან ამ მოგებით აღძრულ გრძნობებზე საუბრობს.
“დერბი ის თამაშია, რომელიც ყოველთვის უნდა მოიგო, ამას მთელი კვირის მანძილზე ვიმეორებდით. შანსები გვქონდა, ძელსაც გავარტყით, გოლიც არ ჩგვითვალეს – საერთო ჯამში მოგება დავიმსახურეთ.
93-ე ქუთზე გატანილი გოლით მოგება განსაკუთრებული, ძალიან სასიამოვნო რამ არის.
რა თქმა უნდა, ასე უნდა გავაგრძელოთ. “ინტერს” ეს მატჩი თავისი მშვენიერი გულშემატკივრების გასახარებლად უნდა მოეგო. დროდადრო მოგება ჩვენი გუნდის სისხლში უნდა გაჯდეს,” – აცხადებს არგენტინელი თავდამსხმელი დერბის შემდეგ.