საქართველოს თასი – “ტორპედო” ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ბოლო 1/4 ფინალურ შეხვედრაში ქობულეთის “შუქურამ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და 1-3 დამარცხდა. მე-3 წუთზე ანგარიში ომარ ბულუხაძემ ქუთაისელთა შეცდომის შემდეგ გახსნა და პირველი ტაიმი 1-0 დასრულდა. მე-2 ნახევრის 10 წუთიან მონაკვეთში “ტორპედომ” 3 ბურთი შეუგდო “შუქურას” და 61-ე წუთზე პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო გამარჯვებულის ვინაობა. ნახევარფინალური თამაშებისთვის კენჭისყრა რამდენიმე დღეში გაიმართება და “ტორპედოს” გარდა “დინამო”, “გაგრა” და “თელავი” იბრძვიან ჩემპიონობისთვის.
შუქურა 1-3 ტორპედო
გოლები: ბულუხაძე 3 – გიგაური 51, კაპანაძე 54, ქიმაძე 61
შუქურა: ჯიოევი – ბულუხაძე, კალანდია, კალანდაძე, რამოსი (ჭანუყვაძე 66), ჩელებაძე, მუხულიშვილი, ქათამაძე (ჯერალდო 61), ექვთიმიშვილი, ნუნიეში (ნემსაძე 84), სანაშვილი
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი – გიგაური (ჭიჭინაძე 81), ცინცაძე (დაფე 68), კუხიანიძე, დოლიძე (ჰლინკა 68), ქიმაძე – კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია