გენო პეტრიაშვილმა ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა (ფოტო)
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ძალოსან ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ლაშა ტალახაძემ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ვიდეორგოლში მიიღო. ამის გამო, საზოგადოების ნაწილმა სპორტსმენი გააკრიტიკა და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვებიც გამოიყენა.
“მოგესალმებით, მეგობრებო! ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველების გახლეჩა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.
ჩვენ ყველანი ერთნი ვართ!
ლაშა ტალახაძე უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და მისაბაძი ქართველია და არ შეიძლება მას ვინმემ რამე კადროს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერის გამო!
#ჩემიმხარდაჭერაჩემპიონს
ლაშაა შენისთანა ქართველები გვიმრავლოს”, – წერს გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.