ეროვნული ლიგა XXIX ტურის მიმოხილვა (ვიდეო)
ეროვნული ლიგის 29-ე ტური ევროპა ლიგის ზონისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. საჩხერის ,,ჩიხურამ“ საკუთარ მოედანზე გორის ,,დილას“ უპასპინძლა და მიშიკო სარდალიშვილის დუბლის წყალობით დაამარცხა.
ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩის შემოქმედები, გათამაშების აუტსაიდერები გახდნენ. ბოლნისის ,,სიონსა“ და ,,სამტრედიას“ შორის გამართული დაპირისპირება – 6 გატანილი გოლით დასულდა და ის მასპინძლებმა ანგარიშით 4-2 მოიგეს. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდში დუბლით თავი ვილი ისიანმა გამოიჩინა, ხოლო თითო გოლი კი დათო კირკიტაძემ და გუნდის ვეტერანმა – ალექსანდრე კოშკაძემ გაიტანეს.
სტუმრთა მხრიდან გოლები ლაშა კუჭუხიძეს და გიორგი ფანცულაიას ანგარიშზეა . ,,სიონი“ ამ მოგების შემდეგ კონკურენტ ,,სამტრედიას“ უკვე 6 ქულით უსწრებს და მე-8 პოზიციას იკავებს.
შანსი იმისა, რომ თბილისის ,,დინამოს“ ,,საბურთალოსთან“ მინიმუმ 4 ქულიანი სხვაობა შეენარჩუნებინა, დედაქალაქელებმა ხელიდან გაუშვეს. კახა კაჭარავას გუნდმა დინამო არენაზე თბილისის ,,ლოკომოტივის დამარცხება ვერ შეძლო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულა.
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ქუთაისის ,,ტორპედომ“ საკუთარ მოედაზე ,,რუსთავს“ უმასპინძლა. ევრო-ზონისთვის მებრძოლი მოქმედი ჩემპიონები, ამ დაპირისპირებაში გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდნენ, თუმცა თამაში 2-2 დასრულდა.
თბილისის ,,დინამოს“ მიერ ქულების დაკარგვის შემდეგ ,,საბურთალოს“ მთავარი მიზანი სამი ქულის მოპოვება იყო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ფოთის ,,კოლხეთთან“ ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ,,საბურთალომ“ თავის მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. მაქსიმუმი რაც სტუმრებმა ამ შეხვედრაში მოახერხეს ერთადერთი, მაგრამ ძალიან ლამაზი გოლის გატანა იყო, რომელიც ლუკა იმნაძის ანგარიშზეა. 29 ტურის შემდეგ ,,საბურთალოს“ 66 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
Eliga