“სიონი” “კოლხეთთან” ბოლო წუთზე ლევან ხმალაძემ გადაარჩინა
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის აუტსაიდერთა შეხვედრა 1-1 დასრულდა. პირველ ტაიმში ბოლნისის “სიონი” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა დენის კნიგა მოწოდების სიმაღლეზე იდგა. 46-ე წუთიდან მოყოლებული “კოლხებმა” სრულიად განსხვავებული თამაში შემოგვთავაზეს და 76-ე წუთზე მათი დომინირება აფხაზავას მშვენიერ გოლში გადაიზარდა. “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე უგულავა შემოიყვანა, რომლის აქტიურობასაც 100%-იანი საგოლე მომენტი მოჰყვა, თუმცა მცველებმა ამჯერადაც იყოჩაღეს. 92-ე წუთზე დათო კირკიტაძემ ხმალაძეს ჩაუწოდა, რომელიც, რატომღაც, მარტო იყო მეტოქის საჯარიმოში დარჩენილი და ანგარიშის გათანაბრება აღარ გასჭირვებია. 1:1 – “კოლხეთმა” უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, “სიონმა” მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.
კოლხეთი 1-1 სიონი
გოლი: აფხაზავა 76 – ხმალაძე 90
კოლხეთი: კნიგა – აფხაზავა, ციკოლია, კაბორე – კერელეიშვილი (მთივლიშვილი 85), პრიჩინენკო, ტყემალაძე, ძაძამია (დოროშენკო 61) – კაკულია, აშორტია (ხატიაშვილი 81) – იმნაძე
მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, თომაშვილი, გურეშიძე, გიორბელიძე – ხმალაძე, კოშკაძე (სიხარულია 71), დათუნაიშვილი (უგულავა 81), კირკიტაძე, ლეჟავა (ისიანი 46) – მახარობლიძე
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე