ეროვნული ლიგა – “ტორპედო” იგებს, “ლოკომოტივი” აგებს
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ბოლო შეხვედრაში “ლოკომოტივმა” “ტორპედო” მიიღო და კვლავ დამარცხდა. ქუთაისელებმა თბილისელები 0-1 დაამარცხეს გიორგი ქიმაძის გატანილი ერთადერთი გოლით. ქიმაძემ 31-ე წუთზე აიღო თევდორაძის კარი და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა გუნდს. ეს კლუბები 2 კვირაში 2-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი “ტორპედომ” მოიგო.
ცხრილს კვლავ “საბურთალო” ლიდერობს 67 ქულით, 62 ქულა აქვს “დინამოს”, 53 ქულა “ჩიხურას” და კახა ჩხეტიანის ბიჭებს – 52. 31 ოქტომბერს ქართული კლასიკო გველის და ამ თამაშში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება.
ლოკომოტივი 0-1 ტორპედო
გოლი: ქიმაძე 31
ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ჭანტურია, ქურდაძე, უბილავა – სამურკასოვი, შონია – დავითაშვილი, არდაზიშვილი (ინჯგია 74), კობახიძე (კომახიძე 24) – ჯიქია (გავაშელიშვილი 58)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, ხურცილავა, კობახიძე, მარინი – ცინცაძე, გიგაური – დოლიძე (ლაჩნი 75), დაფე, ქიმაძე (კუხიანიძე 83) – კაპანაძე (კუტალაი 69)
წითელი ბარათი: კომახიძე 88