ლოპოტეგი: “ოქტომბერია, ამ სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპოტეგიმ “ბარსელონასთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის (5-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“ძალიან მძიმე მარცხი განვიცადეთ, განსაკუთრებით მძიმეა თუ გავითვალისწინებთ, რომ “კამპ ნოუზე”, “ბარსელონასთან” წავაგეთ. ვგრძნობდით რომ მატჩის შემობრუნება შეგვეძლო, შანსებიც გვქონდა, თუმცა ბოლომდე ვერ მივიყვანეთ ჩვენი საქმე. მესამე გოლმა ყველა იმედი მოგვიკლა. ანგარიში რეალობას სრულად ნამდვილად არ აღწერს.
ძალიან ვწუხვარ, ისევე როგორც ფეხბურთელები, მაგრამ ძლიერი ვარ. მე მწვრთნელი, მმართველი ვარ. ჯერ კიდევ ოქტომბერია, თუმცა მძიმე დარტყმა მივიღეთ. ამ სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ვწუხვარ, მაგრამ საკმარისი ძალა გამაჩნია, რომ ყველაფერი შევცვალო,” – აცხადებს ლოპოტეგი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ათ ტურში “რეალმა” მხოლოდ 14 ქულის დაგროვება შეძლო და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებს.