ქართული ელ-კლასიკო “ტორპედომ” დამაჯერებლად მოიგო
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გადადებული მატჩი თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის ქუთაისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე სტეფან სიკაჩის შეცდომის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ შეაგდო. “ელვამ” დასწრებაზე საუკეთესოდ ითამაშა და ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა.
პირველი და მეორე ტაიმი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა და “ტორპედო” გადამწყვეტ და მარტივად მოპოვებულ უპირატესობას ფლობდა. განსაკუთრებით კარგად “დინამოდან” ქუთაისელთა რიგებში გადასულმა მათე ცინცაძემ ითამაშა, რომელიც მოედნის ცენტრში დომინირებდა. კახი კაჭარავამ მოედანზე ხარაბაძე და კუცია გამოიყვანა, ჩხეტიანმა საპასუხოდ კუტალია ჩართო თამაშში, რომელმაც ბოლო წუთზე 100%-იანი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ააცილა.
პირველ ადგილზე “საბურთალოა” 65 ქულით, მე-2-ზე “დინამო” 62-ით, “ტორპედოს” 55 ქულა აქვს და ბოლო წაგება მე-16 ტურით თარიღდება.
დინამო 0-1 ტორპედო
გოლი: კაპანაძე 9
დინამო: სიკაჩი – რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, (ხარაბაძე 64) კობოური – ნინუა, ივანისენია (კუცია 64) – შულაია, შენგელია, ზივზივაძე – ვაწაძე (ქოჩლაძე 71)
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა (მარინი 55) – ცინცაძე, გიგაური – დოლიძე, (კუტალია 66) ქიმაძე, დაფე – კაპანაძე (კუხიანიძე 77)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი