ეროვნული ლიგა – აჭარული დერბი “დინამომ” მოიგო, “ჩიხურა” “ლოკოს” დაუზავდა
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის პირველი შეხვედრა საჩხერის “ჩიხურასა” და “ლოკომოტივს” შორის 0-0 დასრულდა. “ლოკომ” პრაქტიკულად დაასრულა მიმდინარე სეზონში ასპარეზობა, ხოლო, “ჩიხურა” მე-3 ადგილისთვის იბრძვის, რაც ძალიან რთული მოსაპოვებელი იქნება. ფრუიძემ შეცვლები მხოლოდ 87-ე, 88-ე წუთებზე გამოიყენა, ხოლო, ჭაღიაშვილი კვლავ ენდო ამერიკელ ლეგიონერ ოლერუმის, რომელმაც ჯერ ეროვნულ ლიგაში გოლის გატანა ვერ შეძლო. “ჩიხურა” 1 ქულით ჩამორჩება “ტორპედოს”, 4 ქულით აღემატება “დილას” და 1 მატჩით უსწრებს ორივეს. “ლოკომოტივი” მე-6 პოზიციაზე ჯერჯერობით წყნარად იმყოფება.
ეროვნულ ლიგა 2-ში ბათუმის “დინამო” ვერც ქობულეთის “შუქურამ” შეაჩერა. ნიკოლოზ საბანაძის დუბლით ბათუმელებმა 2-0 გაიმარჯვეს და კიდევ უფრო მიუახლოვდნენ უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებელ საგზურს. “დინამოს” 61 ქულა აქვს და 9 და 13 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს. “შუქურა” კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის.
ჩიხურა 0-0 ლოკომოტივი
ჩიხურა: ჰამზიჩი – კახაბრიშვილი (იონანიძე 87), კაკუბავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე – ბუღრიძე, დობროვოლსკი, სარდალიშვილი (ლექვთაძე 88), ჩიხლაძე – მარკოზაშვილი, გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ჭანტურია, ქურდაძე, უბილავა – შონია, გვალია (ძებნიაური 74) – ჯონი (ინჯგია 65), დავითაშვილი, არდაზიშვილი (კიკაბიძე 86) – გავაშელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
დინამო 2-0 შუქურა
გოლები: საბანაძე 48/75
დინამო: ალავიძე – ქავთარაძე, გოგიტიძე, გაგოშიძე, ჩალაძე – მამუჩაშვილი, შარიქაძე (რამოსი 76) – თევდორაძე, ფლამარიონი, ჯანელიძე (ვარშანიძე 88)- საბანაძე (აბუსელიძე 81)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
შუქურა: ჯიოევი – მუხულიშვილი, ფოთელიძე, კალანდაძე, სანაშვილი (ქათამაძე 79) – ლებანიძე, გოგმაჩიძე (ექვთიმიშვილი 66) – ბულუხაძე (ჭანუყვაძე 66) ნუნიეში, დოს რეის რამოსი – ჩელებაძე
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
წითელი ბარათი: კალანდაძე 67