ეროვნული ლიგა – “საბურთალომ” “რუსთავი” დაამარცხა, “სიონი” “რუსთავს” დაეწია
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შაბათის დღის შეხვედრებში მასპინძლებმა გაიმარჯვეს და მნიშვნელოვანი 3 ქულები მოიპოვეს. ბოლნისის “სიონმა” გორის “დილა” მიიღო და 3-1 გაიმარჯვა. ისიანმა გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა, დუბლი დადო ბიძინა მახარობლიძემ, გორელთა მხრიდან ერთადერთი ბურთი კოვტალიუკის ანგარიშზეა. “დილას” ბოლო მოგება “დინამოსთან” 27-ე ტურში თარიღდება და გუნდი ნელ-ნელა შორდება მე-3 ადგილს. “სიონმა” ბოლო 3 მატჩში 7 ქულა აიღო და დიდი შანსი გაუჩნდა პლეი-აუტის გარეშე დარჩეს ეროვნულ ლიგაში.
მე-2 თამაშში “საბურთალომ” პირველ 10 წუთში 2 გოლი გაუტანა “რუსთავს”, თუმცა ყველაფერი 29-ე წუთზე ლაკვეხველიანის გასვლით დაიწყო. მის მაგივრად მოედანზე ცოტნე ნადარაია გამოჩნდა, რომელმაც 37-ე წუთზე ჯერ გაფრთხილება მიიღო, ხოლო, 42-ზე წითელი ბარათიც დაიმსახურა. ორივე პროცესში მთავარი დამნაშავე ბექა ქავთარაძე გახლდათ. მე-2 ტაიმი სრულად “რუსთავის” უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ უფრო მეტად რეალური მომენტი მაინც “საბურთალომ” შექმნა. შეცვლაზე შემოსულმა ლადო დვალიშვილმა თავით კარგად ითამაშა და სეფიაშვილს კარს აუღებლად დაემუქრა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. “საბურთალო” 8 ქულითა და 1 ზედმეტი მატჩით გაექცა “დინამოს”, ხოლო, “რუსთავი” “სიონთან” შეეცდება მე-7 პოზიციისთვის ბრძოლის მოგებას. კლუბებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს.
სიონი 3-1 დილა
გოლები: ისიანი 14, მახარობლიძე 31, მახარობლიძე 86 – კოვტალიუკი 71
სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, გურეშიძე, თომაშვილი (ნოზაძე 24), გიორბელიძე – დათუნაიშვილი, (სიხარულია 69) კოშკაძე, (ქიქავა 82) ხმალაძე – კირკიტაძე, ისიანი – მახარობლიძე
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი, (კორიფაძე 79) სანტოსი, ჩადუნელი, სუხიაშვილი – გოგუა, (ჯუფი 46) რაზმაძე – ქავთარაძე, რაჟამაშვილი, (რიბეირო 46) ნონიკაშვილი – კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
საბურთალო 2-1 რუსთავი
გოლები: ვოლკოვი 6, გონსალვეში 10
საბურთალო: კუპატაძე – იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხველიანი (ნადარაია 29) – ცნობილაძე, დიასამიძე, გორგიაშვილი – გონსალვეში, გოშთელიანი, (დვალიშვილი 66) ვოლკოვი (ჩაბრაძე 75)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
რუსთავი: სეფიაშვილი – სილაგაძე, გადრანი, კვირკველია, ჩუკურა – პაპავა – კლიმიაშვილი, კვარაცხელია, (მარცვალაძე 82) ციცქიშვილი, (ჩოგაძე 67) – ლობჯანიძე, ქავთარაძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
წითელი ბარათები: ნადარაია 42 – მარცვალაძე 90