ლაშა თოთაძე: “მეტი ბრძოლა, მეტი მონდომება და ქუთაისში უშეღავათო ბრძოლა იქნება”
თბილისის “დინამოს” კაპიტანმა, ლაშა თოთაძემ ქუთაისის “ტორპედოსთან” გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
“ძალიან პრინციპული თამაში გველის “ტორპედოსთან”, თითოეულ მატჩზე და თამაშზე უფრო მეტი. სრულიად შემადგენლობა მობილიზებულია და უშეღავათო ბრძოლა იქნება. ეს არის ქართული დერბი, როგორც არ უნდა იყვნენ განაწილებული კლუბები სატურნირო მდგომარეობით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ძალიან დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იქნება, სადაც საერთოდ ძალიან ბევრი გოლი გადის. გარდა ამისა, რითაც ამ მატჩს გამოვარჩევდი, არის გულშემატკივრის ფაქტორი. უამრავი გულშემატკივარი მოდის სტადიონზე, რაც ყველაზე მეტად უხდება ფეხბურთს და რაც ასევე, გამოიხატება თითოეული ფეხბურთელის თამაშზე. მეტი მონდომება, მეტი ბრძოლა მოედანზე და ქუთაისში საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ”, – განაცხადა თოთაძემ.
“ტორპედო” – “დინამო” 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერს მე-2 არხი შემოგვთავაზებს. რამდენიმე დღის წინ 22-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში “ტორპედომ” თბილისელებს “დინამო არენაზე” 0-1 მოუგო.