მათე ცინცაძე: “ჩემთვის ამ თამაშს ორმაგი დატვირთვა აქვს”
ქუთაისის “ტორპედოს” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მათე ცინცაძემ თბილისის “დინამოსთან” დღევანდელ გასამართ მატჩამდე Fanebi.com-თან კომენტარი გააკეთა.
“დინამოს”/ყოფილი გუნდის წინააღმდეგ/დღევანდელი ფორმაციის “ტორპედო”
“რა თქმა უნდა, თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ჩემთვის ამ თამაშს ორმაგი დატვირთვა აქვს. ყოფილ გუნდს ვეთამაშები, სადაც 4 წელი გავატარე და ამ 4 წლის განმავლობაში ყველა ტიტული მოვიგე, რაც შეიძლებოდა მომეგო. გუნდი ჩემი წასვლის შემდეგ ძალიან შეიცვალა, კვლავაც კარგი კლუბია, თუმცა დღეს “დინამო” საუკეთესო ნამდვილად არ არის. აკადემია ნიჭიერ ფეხბურთელებს ზრდის და შემდეგ უცხოეთში უშვებს, ეს თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია მათი განვითარებისთვის და მეორე კუთხით, “დინამოს” გარკვეულწილად ასუსტებს. უკვე ხალხის გადასაწყვეტი და შეფასების ამბავია, არის თუ არა ეს “ტორპედო” ბოლო წლების საუკეთესო გუნდი, მაგრამ ვიტყვი, რომ აქ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, რა, ისეთ ფეხბურთს გვათამაშებს ჩვენ კახა ჩხეტიანი”, – განაცხადა ცინცაძემ Fanebi.com-თან.
ქართული ელ-კლასიკო 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მე-2 არხი შემოგთავაზებთ.