რაფინია ალკანტარა: “ინტერი” არც ისე შორსაა “იუვენტუსისგან”
კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერი” საკუთარ მოედანზე საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა (2-0). მატჩში გოლი რაფინია ალკანტარამაც გაიტანა, თუმცა არ აღუნიშნავს, რამეთუ რამდენიმე თვის წინ ის სწორედ “ნერაძურის” ღირსებას იცავდა.
“გოლი რომ გავიტანე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა არ აღმინიშნავს, რაც ნორმალურია – ამით ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს პატივი ვეცი. სიმართლე გითხრათ, უცნაური გრძნობა იყო. რამდენიმე თვის წინ მათ რიგებში ვთამაშობდი და დარჩენა მსურდა, თუმცაღა ხელმძღვენელებს სხვა ფეხბურთელები უნდოდა და იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი.
“ინტერი” დიდებული კლუბია ბრწყინვალე გულშემატკივრებით, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ. ტრავმის პერიოდში ხელმძღვანელობაც გვერდში მედგა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. დავრჩებოდი კიდეც, სიტუაცია ასე რომ არ შეცვლილიყო.
არ მინდა “ინტერში” დაბრუენბის შესაძლებლობებზე ვისაუბრო, თუმცა ერთს ვიტყვი, მათი მადლიერი ვარ. “ნერაძურის” პერსპექტიული პროექტი გააჩნია და არც თუ ისე შორსაა “იუვენტუსისგან”,- აცხადებს რაფინია ალკანტარა.