კლოპმა ევროპის სუპერლიგაზე ისაუბრა
გავლენიანი ევროპული გამოცემები ირწმუნებიან, რომ ევროპის საუკეთესო 16 კლუბი უახლოეს მომავალში ახალი ტურნირის შექმნას აპირებს, რომლის სახელის ევროპის სუპერლიგა იქნება. ამ ინფორმაციას იურგენ კლოპი გამოეხმაურა.
“სიმართლე გითხრათ, ამ იდეასთან დაკავშირებით რეალური მოსაზრება ჯერ არ გამაჩნია, თუმცაღა, ერთი შეხედვით კარგი სჩანს. ეს ტურნირი გაცილებით უფრო ნაკლებ მატჩსა და მეტ ფულს შოულობს, ასე რომ, მომწონს.
თუმცა, ამავდროულად, სრულებით მომწონს ამჟამინდელი ფორმატიც. რაც არ უნდა იყოს, ის მაინც ვიცით, რომ სუპერლიგის იდეა უახლოეს მომავალში არ განხორციელდება და არც ვიცი, ვინმემ გააკეთა თუ არა სერიოზული განცხადება ამის შესახებ.
უეფა და ფიფა სხვა დიდებულ იდეებს უმალ ახორციელებენ და არც არავის ეკითხებიან, ისინი ამბობენ – ” ახლა ოცი მატჩით მეტი გვექნება და ნაკლები ფული მათ”, – აცხადებს კლოპი.