ლევან მჭედლიძეს “ემპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძეს კლუბში ცვლილებებია. ბოლო დროს ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო, “ემპოლიმ” გუნდის თავკაცი აურელიო ანდრეაცოლი დაითხოვა.
იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ ანდრეაცოლის მეთაურობით “ემპოლიმ” 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ექვსი ქულის დაგროვება შეძლო. ამ შედეგით ჯერჯერობით იტალიური კლუბი სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებს.
ასე რომ, ამიერიდან ლევან მჭედლიძეს 65 წლის ანდრეაცოლის ნაცვლად ჯუზეპე იაკინი გაწვრთნის, რომელსაც აქამდე “კიევოს”, “სამპდორიას”, “სიენას”, “უდინეზეს”, “სასუოლოსა” და “პალერმოს” ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება უშუალოდ ქართველ ფეხბურთელს, ჯერჯერობით მისი რეაბილიტაციის პროცესი არ დასრულებულა და იგი ჯერჯერობით ნაკრებსაც ვერ ეხმარება. იმედი ვიქონიოთ, რომ ჯუზეპე იაკინის “ემპოლიში” მჭედლიძე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება.