“ბარსელონას” სამი ფეხბურთელის ძირითადში დაყენებისთვის ფული გადაუხადეს
უცხოურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც 2017 წლის ზაფხულში “ბარსელონას” ფული გადაუხადეს, რათა ძირითად შემადგენლობაში სამი კონკრეტული ფეხბურთელი დაეყენებინა.
BBC-ის რეპორტიორი საიმონ სტოუნი ირწმუნება, რომ გინესის თასის (International Champions Cup) ორგანიზატორებმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ანგარიშზე დიდი რაოდენობის თანხა გადაუხადეს, რათა ამ ტურნირის ამხანაგურ მატჩებში მესის, ნეიმარსა და სუარესს მიეღოთ მონაწილეობა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრებს “ბარსელონა” ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებდა. ბილეთების ამოსაყიდად და ყურადღების მისაპყრობად კი აუცილებელი იყო, რომ სახელოვან შემტევ ტრიოს ეთამაშა. განსაკუთრებით კი “მანჩესტერ იუნაიტედთან’ და მადრიდის “რეალთან”.
სახელდება რიცხვებიც – “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩამდე “ბარსელონას” 4 მილიონი გადაუხადეს, “რეალთან” – 9.75 მილიონი დოლარი.