მადრიდის “რეალი” ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და შესაძლოა, ეს “მონაკოს” ყოფილი მენტორი, ლეონარდო ჟარდიმი აღმოჩნდეს.
მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესმა ხუან ლოპეტეგი გაათავისუფლა, “რეალს” დღეს სანტიაგო სოლარი წვრთნის, თუმცა ის მხოლოდ დროებით თავკაცობს გუნდს.
როგორც Espn იტყობინება, “რეალი” სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და მათ შორის, ყველაზე დიდი შანსია, “ბლანკოსი” ჟარდიმმა ჩაიბაროს. საუბარი რობერტო მარტინესზე, ანტონიო კონტეზე და მაურისიო პოჩეტინიოზეც მიდის.
ჟარდიმი “მონაკოს” 4 წელი აშენებდა და ამ ხნის განმავლობაში უამრავი ფეხბურთელი გამოზარდა, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვანი კლუბების ლიდერები არიან.