საქართველოს თასის ფინალში “გაგრა” და “ტორპედო” გავიდნენ
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. ფინალში ქუთაისის “ტორპედო” და “გაგრა” გავიდნენ. “ტორპედოს” მცველმა, ალექსანდრ აზაცკიმ კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ აუღებელი დაურტყა თავით “თელავის” გოლკიპერს და მას შემდეგ, ჩხეტიანის ბიჭებმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს.
მე-2 მატჩში ძირითადი დრო 0-0 დასრულდა, პირველი დამატებითი დროის დამატებით 1 წუთში კი მათიაშვილი “დინამოს” მცველებს გაექცა და თავით ბულისკერიას კარი დალაშქრა. კაჭარავას მოედანზე ზივზივაძე, ვაწაძე, ერგემლიძე და ყველა შემტევი ჰყავდა გამოყვანილი, თუმცა ვადიმ შევჩუკი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და “გაგრა” ფინალში ითამაშებს.
განმეორდება 2011 წლის ფინალი, როდესაც “გაგრამ” “ტორპედო” დაამარცხა და ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ მოიპოვა ეს ტიტული.
თელავი 0-1 ტორპედო
გოლი: აზაცკი 10
თელავი: სანიკიძე, თოლორდავა, ნოზაძე (მაისურაძე 87), ბაშალეიშვილი, კუკუჯანაშვილი (იოსელიანი 78), ჯიქია, ტვილდიანი, გოგოლიძე, ჭელიძე, რუხაზე, ნიქაბაძე (ნ.ბაშელეიშვილი 50)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, მარინი, გიგაური, ჰლინკა, დოლიძე, კუტალია (დაფე 85), ქიმაძე (კუხიანიძე 73), ლაჩნი (კაპანაძე 67)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაგრა 1-0 დინამო
გოლი: ვაჟა მათიაშვილი 105
გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, სამხარაძე, გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი, ლომსაძე (ივანიაძე 73), გაფრინდაშვილი, კაკიაშვილი, სპანდერაშვილი (მათიაშვილი 82), კილაძე, სულთანიშვილი
მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
დინამო: ბულისკერია, რუხაია, ქაფიანიძე (ლოჩოშვილი 52), კობოური, ხარაბაძე, ნინუა (ერგემლიძე 106), ივანისენია, ქოჩლაძე (ზივზივაძე 84), შენგელია, ივანიშვილი (გილმორი 65), ვაწაძე
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა