19-წლამდელების სია ცნობილია
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დასკვნით შეკრებას იწყებს. 14-20 ნოემბერს გიორგი მიქაძის გუნდი თბილისში ისრაელის, აზერბაიჯანის და ლიხტენშტაინის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად.
მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოიყენებს:
მეკარეები:
დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ)
მცველები:
ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ)
ნახევარმცველები:
ცოტნე ფაცაცია (მერანი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ბექა დარცმელია (დინამო თბ), გიორგი ივანიაძე (გაგრა)
თავდამსხმელები:
ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), თემურ გაბუნია (დინამო თბ)
ტურნირის კალენდარი: