“ბარსელონამ” “ბეტისისგან” 4 გოლი მიიღო, რაკიტიჩი გააძევეს (ვიდეო)
“ბარსელონამ” ესპანური ლა ლიგის მე-12 ტურში საკუთარ მოედანზე “რეალ ბეტისი” მიიღო. ერთი შეხედვით, “ბარსელონას” მარტივი მატჩი ელოდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ველოდით.
მატჩის პირველ ნახევარში “ბეტისმა” ორი უპასუხო გოლი გაუტანა “ბარსელონას”. ჯერ ხუნიორმა გამოიჩინა თავი შეხვედრის მეოცე წუთზე, ათიოდე წუთში კი ჟოაკინმა შეძლო უპირატესობის გაზრდა.
მეორე ტაიმში “ბლაუგრანა” უფრო მობილიზებული ჩანდა, მესიმ ანგარიშში ერთი გოლის გაქვითვაც შეძლო პენალტის მეშვეობით (67′), თუმცა ამას მალევე მოჰყვა ლო სელსოს გოლი (71′). არტურო ვიდალის გოლს კი “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა კანალესმა უპასუხა.
მართალია, მატჩის ბოლო წუთებზე ვიდეოგამეორებების სისტემამ “ბარსას” ერთი გოლი ჩაუთვალა, თუმცა ერნესტო ვალვერდეს ბიჭებს დრო არ ეყოთ მატჩის შემოსატრიალებლად.
ასე რომ, “ბარსელონამ” სეზონის მეორე მარცხი განიცადა ლა ლიგაში და “ატლეტიკოსა” და “ალავესთან” ახლა უკვე ერთი ქულა აშორებს.მომდევნო ტურში კი “ბარსა” “ატლეტიკოს” ეწვევა.