რა პირობებს უყენებს ანტონიო კონტე მადრიდის “რეალს”?
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ “ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხულიენ ლოპოტეგი გადააყენა. მისი ადგილი კი დროებით სანტიაგო სოლარის ჩააბარა.
ფაქტი, რომ “რეალმა” სოლარი დროებით მწვრთნელად დანიშნა თავად მეტყველებს, რომ ფლორენტინო პერესი სასურველ კანდიდატთან შეთანხმებას ვერ აღწევს. ეს კანდიდატი კი ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავკაცი ანტონიო კონტე გახლავთ.
როგორც ცნობილი ხდება, კონტე “რეალს” რამდენიმე მკაცრ პირობას უყენებს – კონტეს სურს გარანტია ჰქონდეს, რომ გუნდის ასაწყობად საკმარის დროს მისცემენ. ასევე უნდა, რომ 5 დამხმარე მწვრთნელი ჰყავდეს და გარანტია ჰქონდეს, რომ “რეალი” ზაფხულში გუნდს გააძლიერებს.
ყველაფერთან ერთად, იტალიელი სპეციალისტი ხელფასის სახით მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვს წელიწადში. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ფლორენტინო პერესი კონტეს პირობებს.