ვინ მიუტანა კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე “ინტერის” მაისური?
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერს, კახა კალაძეს მილანის “ინტერის” მაისური მიუტანა.
“თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს, არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ის სულ ხალხის წინააღმდეგ არის. დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა დაველაპარაკო – ეს არის მილანის “ინტერის’ ფორმა, “მილანი” და მილანის “ინტერი’არიან დაპირისპირებული. კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც “ინტერის” ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს. თბილისელები “ინტერის” ფეხბურთელები არ არიან”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის მერი “მილანის” ლეგენდად არის აღიარებული და “ინტერის” კარში უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო 2006 წელს დელა მადონინაში.