მარადონამ მოურინიოსა და გვარდიოლას შორის უკეთესი დაასახელა
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა ერთმანეთს შეადარა და თქვა, რომ მისთვის საუკეთესო პორტუგალიელია.
“ჩემთვის, მოუ საუკეთესოა. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ტიკი-ტაკა გვარდიოლას არ გამოუგონია. მას თავის დროზე კრუიფის “ფლაკო” ერქვა. ამ დროისათვის, გვარდიოლას შეუძლია გუნდში ის ფეხბურთელი ჰყავდეს, ვინც მას სურს, ამიტომაც ტიკი-ტაკა ადვილია”, – უთხრა მარადონამ “მარკას”.