“ფულჰემი” ჟოელ მატიპით დაინტერესდა
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “ფულჰემი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაცვის გაძლიერებას აპირებს. Sportsmole-ს თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობამ თვალი “ლივერპულის” მცველს, ჟოელ მატიპს დაადგა.
მატიპი “ლივერპულში” საკმარის სათამაშო დროს ვერ იღებს და “ფულჰემი” სწორედ ამ ფაქტორის გამოყენებას აპირებს. შესაძლოა, მატიპმა მერსისაიდელები არენდის წესით დატოვოს.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.