რამდენ მილიონს მიიღებს “დინამო” გიორგი ჩაკვეტაძის “ბარსელონაში” გაყიდვის შემთხვევაში?
ბელგიური “გენტისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო რამდენიმე დღეა ევროპული პრესის მთავარი სამიზნეა და მას ანდორას წინააღმდეგ კატალონიის “ბარსელონას” სკაუტებიც დააკვირდნენ.
თუ “ბარსამ” ჩაკვეტაძის ყიდვა გადაწყვიტა, მასში 15-20 მილიონის გადახდა მოუწევს და თუ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის, რომან ფიფიას სიტყვებს დავუჯერებთ, “დინამო” ჩაკვეტაძის გაყიდვის შემდეგ გადახდილი თანხის 50%-ს მიიღებს.
“რეალურად გიორგი ბელგიურ გუნდში 700 ათასი ევროს სანაცვლოდ გაიყიდა, მაგრამ აქ არის მეორე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, სამომავლოდ თუ “გენტი” გიორგის გაყიდის, იმ თანხის 50 პროცენტს სწორედ “დინამო” მიიღებს”, – განაცხადა ფიფიამ რამდენიმე თვის წინ.
19 წლის ჩაკვეტაძე დღეს ევროპული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მისით “ბლაუგრანას” გარდა დორტმუნდის “ბორუსიაც” არის დაინტერესებული.