საქართველოს ნაკრებმა სამოა დაამარცხა!
17 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის საერთაშორისო ტესტ-სერიის მატჩში ავჭალის სტადიონზე სამოას დაუპირისპირდა და მეტოქე 27:19 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. ამის შემდეგ, სამოელთა დომინაცია დაიწყო. სტუმრებმა პირველ ნახევარში სამი ლელო გაიტანეს. 30-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ლელოთი სხვაობა შემცირდა, პირველი ტაიმი კი სამოელთა გამარჯვებით 10:19 დასრულდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა განსხვავებული თამაში აჩვენა. მე-60 წუთზე ოთია გიორგაძემ ლელო გაიტანა, 65-ე წუთზე კი თავი გელა აფრასიძემ გამოიჩინა. ორივე შემთხვევაში თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. საბოლოო წერტილი 71-ე წუთზე აბჟანდაძემ დასვა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 27:19 გახადა. ამის შემდეგ სამოელებს ლელოს გატანის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ თამაზ მჭედლიძე დასახელდა.