საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად კვიპროსთან ამხანაგურ მატჩში 1:1 ითამაშა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი გიორგი არაბიძემ პენალტით გაიტანა, რომელიც ბექა ქავთარაძემ მოიპოვა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ასევე პენალტით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გასაღწევად ისრაელთან ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება ესაჭიროებოდა, თუმცა ბიჭებმა ეს ვერ მოახერხეს.
გია ცეცაძემ კვიპროსთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, კერელეიშვილი, ლაკვეხელიანი, კუცია, არდაზიშვილი, არაბიძე, ქავთარაძე, ლეჟავა.
შეცვლაზე შევიდნენ: ძებნიაური, არველაძე, სპანდერაშვილი.