ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის კალათები
ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრისთვის კალათები საბოლოოდ დაკომპლექტდა. უეფას ერთა ლიგაზე D ლიგის საუკეთესო შედეგის მოპოვებით ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხე კალათაში მოხვედრის უფლება მოიპოვა.
კალათა 1: შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი.
კალათა 2: გერმანია, ისლანდია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი.
კალათა 3: სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი.
კალათა 4: უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო.
კალათა 5: მაკედონია, კოსოვო, ბელორუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერის კუნძულები.
კალათა 6: ლატვია, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, სან მარინო.
წილისყრის შედეგად 55 ნაკრები ათ ქვეჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ხუთი ხუთგუნდიანი, ხოლო ხუთი ექვსგუნდიანი იქნება. კენჭისყრა 2 დეკემბერს, დუბლინში გაიმართება.