უნაი ემერი: “რატომ არ ვათამაშე იოზილი “ბორნმუთთან” მატჩში?”
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ “ბორნმუთთან” მოგებული მატჩის (1-2) შემდეგ პრესასთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა მესუტ იოზილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში.
“რატომ არ ვათამაშე იოზილი “ბორნმუთთან” მატჩში? ჩავთვალეთ, რომ სასტარტო თერთმეტეული, რომელიც მოედანზე გამოვიდა, საუკეთესოდ შეძლებდა ჩვენი გუნდის სახელის წარმოჩენას. ეს თამაში დიდ ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობდა.
ეს შეხვედრა კიდევ ერთი ბრწყინვალე შანსი იყო ჩვენი თამაშის სუსტი მხარეების აღმოსაჩენად. “ბორნმუთთან” თამაში ადვილი არასოდესაა, ამიტომაც მინდოდა, ასეთი მატჩისთვის კიდევ ერთი ვარიანტი მესინჯა.
ჩვიდმეტი მატჩია, რაც არ წაგვიგია, თუმცა ბოლო სამი ფრედ გვქონდა დასრულებული და ვიცოდით, რომ ეს არასაკმარისი იყო ჩვენთვის სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად,” – აცხადებს უნაი ემერი.