“საბურთალო” ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა !
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. 33-ე ტურში “საბურთალომ” მიხეილ მესხის სტადიონზე “დინამო” 2-1 დაამარცხა და ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონობის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.
ანგარიში მე-14 წუთზე კუპატაძისა და მცველების შეცდომების შემდეგ ზივზივაძემ გახსნა, თუმცა “საბურთალომ” 10 წუთში ორჯერ უპასუხა გონსალვეშისა და კოხრეიძის გოლებით და არაფერი აღარ შეცვლილა.
გია ჭიაბრიშვილის ბიჭებს 33 ტურის შემდეგ 74 ქულა აქვს და “დინამოს” 11 ქულით გაასწრო. კლუბი 1999 წელს ჩამოყალიბდა და ჩემპიონი პირველად გახდა.
საბურთალო 2-1 დინამო
გოლი: კოხრეიძე 20, გონსალვეში 24 – ზივზივაძე 14
საბურთალო: კუპატაძე – ჩაბრაძე, რეხვიაშვილი, მარგველაშვილი, ლაკვეხველიანი – ცნობილაძე, დიასამიძე (იაშვილი 73), გორგიაშვილი – კოხრეიძე, გოშთელიანი (ვოლკოვი 78), გონსალვეში (ტერა 55)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დინამო: სიკაჩი – ლოჩოშვილი (ხარაბაძე 46), თოთაძე, ივანისენია – კობოური, ნინუა, ქარდავა (ზარია 78), რუხაია (ერგემლიძე 88) – შენგელია, ზივზივაძე, შულაია
მთავარი მწვრთნელი: ზაურ სვანაძე