კრაუჩი: “ბენიტესს მოურინიოს წიგნი, “როგორ გავხდეთ ჩემპიონი”, ვაჩუქე”
პიტერ კრაუჩმა ბრიტანულ პრესასთან საუბრისას თავისი ცხოვრების ერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც რაფაელ ბენიტესს გაეხუმრა და ჟოზე მოურინიოს წიგნი აჩუქა.
“ერთხელაც, როდესაც “საიდუმლო სანტას” (Secret Santa) ვთამაშობდით, რაფაელ ბენიტესის სახელი ამომივიდა – მის საჩუქარზე უნდა მეზრუნა. არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა და ამიტომაც, გადავწყვიტე რაიმე ორიგინალური ამერჩია.
რაფა იმ პერიოდში ტყავის მოსასხამების ჩაცმას იწყებდა და მეც ერთი ასეთი ვაჩუქე წიგნთან ერთად. წიგნი ჟოზე მოურინიოს ავტორობით, სახელწოდებით “როგორ გავხდეთ ჩემპიონი”.
ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულებოდა, სახეზეც ეტყობოდა. თავდაპირველად, როდესაც საჩუქარს ხსნიდა ძალიან აინტერესებდა, რა იყო შიგნით. როდესაც ნახა, უბრალოდ თქვა, რომ წაიკითხავდა – ხუმრობას ვერ მიმიხვდა,” – აცხადებს კრაუჩი.
Article continues below